Saturday, December 21, 2013

                                   ტრენინგის მეცხრე დღე

 
        დღეს დრაივზე გადავხედეთ ჩვენს პორტფოლიოებს და ყველა ჩვენგანმა გავაკეთეთ ჩვენი პროექტის პრეზენტაცია. მზად ვარ პროექტი განავახორციელო.უღრმესი მადლობა ქალბატონ მანანას,ძალიან ბევრი რამ მომცა ამ კურსმა.

Sunday, December 15, 2013

                                ტრენინგის მერვე დღე

               დღეს გავაკეთეთ:

  • მოსწავლეთა თვითშეფასების ფორმა
  • ფასილიტაციის მასალები ვნახეთ ვიუვერში და შევქმენით ფასილიტაციის ნიმუში ჩვენი პროექტისთვის
  • შევქმენით ინტერვიუ ფასილიტაციისთვის
  • დრაივზე ავტვირთე ჩემი საქაღალდე
         დასასრულს მიუახლოვდა ჩვენი კურსი,ერთი ტრენინგი დაგვრჩა, ძალიან კმაყოფილი ვარ...ვისწავლე პროექტის დაგეგმვა, აუცილებლად განვახორციელებ ამ პროექტს...უღრმესი მადლობა ქალბატონო მანანა

Saturday, December 14, 2013

                                               რეფლექსიის მეშვიდე დღე
   

დღევანდელ ტრეინინგზე :

  • გავიხსენეთ გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტი
  • მოსწავლეთა დიფერენცირებისთვის  გავეცანით სხვადასხვა დოკუმენტებს ვიუვერიდან
  • დავადგინეთ მოსწავლის საჭიროებები და შევქმენით შესაბამისი დავალებები
  • შევქმენით ინტერვიუებისათვის კითხვარი და ფეიჯების სახით დავდეთ ბლოგზე   
       ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი ტრეინინგის,განსაკუთრებით მომეწონა კითხვარების გაკეთება ინტერვიუებისათვის

Sunday, December 8, 2013

რეფლექსიის მეხუთე დღე


  1. საავტორო უფლებებს გავეცანით და ვისწავლეთ გადმოწერილ ინფორმაციაზე,სურათებზე წყაროს მითითება
  2. ვისწავლეთ პრეზენტაციის სლაიდებში რაიმე დოკუმენტის ჩამატება ასევე ბმულის ჩამატება
  3. შევქმენით მოსწავლის ნიმუშები და გამოვაქვეყნეთ



მოსწავლის ნიმუში

Saturday, December 7, 2013

ტრეინინგის  მეორე დღე.
მოვისმინეთ ერთმანეთის საპროექტო იდეები

დღეს ვისწავლეთ:

1.      პროექტის გეგმაზე მუშაობა(სთანდარტებიდან გადმოვიწერეთ ჩვენი პროექტისთვის საჭირო შედეგები და ინდიკატორები და ჩავსვით ჩვენს შაბლონში)
2.      სარეკლამო ბუკლეტის შექმნა და შევსება
3.      დავწერეთ რეფლექსია ,მაგრამ ბლოგზე ვერ დავდეთ,რადგან ინტერნეტი არ გვქონდა


ტრეინინგის  მესამე  დღე.
დღეს განვიხილეთ და ვისწავლეთ:
1.    გადავხედეთ  სტანდარტებისა და მიზნების რუბრიკას
2.    განახლებული ბლუმის ტაქსონომია
ეს ყველაფერი განვიხილეთ იმისათვის რომ ჩვენი პროექტისათვის სწორად შევარჩიოთ ინდიკატორები და შედეგები რათა სწორად დავსახოთ ამოცანები.

ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე, განვიხილეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები და ამის შემდეგ უკვე ჩამოვაყალიბეთ ჩვენი პროექტისათვის ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები 


ტრეინინგის მესამე დღე.

1. დღეს განვიხილეთ წინა ტრეინინგის კითხვები.

2. განვიხილეთ შეფასების გრაფიკის მოდელი

3. ასევე განვიხილეთ შეფასების დროის ჩარჩო და შევქმენით ჩვენი პროექტისთვის შეფასების დროის ჩარჩო.

4. განვიხილეთ პროექტის პორტპოლიოს პრეზენტაციის მოდელი და გავაკეთეთ ჩვენი პროექტისთვის  პორტპოლიოს პრეზენტაცია

Sunday, November 24, 2013

პირველი დღე

ვისწავლეთ:

  • ინსტრუმენტები
  • რესურსები
  • შევქმენით ჩვენი საქაღალდეები
  • ვისწავლეთ ჩანიშვნები
  • განვიხილეთ-21- საუკუნის უნარ-ჩვევები, პროექტის მახასიათებლის ჩეკლისტი, პორტფოლიოს ჩეკლისტი,სასწავლო პროექტის შაბლონი
  • მიმოვიხილეთ ის საკითხები თუ როგორ უნდა წარვმართოთ ჩვენი პროექტი